
ნინო ფაფიაშვილის საადვოკატო ბიურო ენ&თი
Nino Papiashvili's Law Office N&T

ჩვენი გუნდის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება საქმეებზე წარმატებული შედეგების საწინდარია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის, შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორად ნინო ფაფიაშვილის მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება (ასევე უფროს ექსპერტად მუშაობის გამოცდილება); სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში (შინაგან საქმეთა სამინისტრო; პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) უფროს გამომძიებლად და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად ირაკლი მესხის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება; სტარსბურგის უნივერსიტეტ დამთავრებული იურისტის და პარიზის უმაღლესი სამართლის ინსტიტუტის (Institut Supérieur du Droit) სისხლის სამართლის მაგისტრის თინათინ მესხის (საქართველოში LLM-ის სტუდენტის) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ პროფესორ, აკადემიკოს შოთა ფაფიაშვილის მრავალწლიანი თეორიული და პრატიკული გამოცდილება ბიუროში საქმეებზე სწორი სტრატეგიის განსაზღვრის და საბოლოოდ საქმეებზე წარმატებული შედეგის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია.
ნინო ფაფიაშვილის საადვოკატი ბიურო N&T-ს აქვს არაერთი მოგებული და წარმატებით დამთავრებული საქმე. ვიცავთ როგორც ბრალდებულებს, ასევე დაზარალებულებსა და მოწმეებს.